მირზა გელოვანის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

31 მარტს, 18 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მირზა გელოვანის დაბადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო.
რგოროც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დასწრება თავისუფალია და ყველას შეუძლია ღონისძიებაში ჩართვა, თუკი ვინმეს საინტერესო იდეა ექნება.
„ეს დღეც მიილია. ორი ძალიან კარგი პოეტის დაბადების ასი წლის იუბილე სულ ჩუმად გადაგვატარეს… როდის იქნება კიდევ ასეთი მრგვალი თარიღი? თუ მოვესწრებით მათი ორასი წლის იუბილეს, კარგია. მე მაინც მგონია, ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ „შეცოდებების” გამოსწორება და უნდა სულ გავიხსენოთ ჩვენი გენიალური მწერლები… მირზა გელოვანის საიუბილეო საღამო შედგება 31 მარტს, რაც ძალიან მიხარია. ვილაპარაკეთ დღეს მაგის თაობაზე, დაიგეგმა და გელოდებით… საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. – დამატებით თუ რამე იდეა გაქვთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მწერალი და მთარგმნელი დავით კირკიტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები