გურამ ოდიშარიას რომანის – „პრეზიდენტის კატის“ აფხაზურენოვანი თარგმანის წარდგინება გაიმართება

23 მარტს, 18:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“ გურამ ოდიშარიას რომანის – „პრეზიდენტის კატის“ აფხაზურენოვანი თარგმანის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „პრეზიდენტის კატა“ აფხაზეთის ცეკას ყოფილ პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბაზე მოგვითხრობს.
„ეს წიგნი ამტკიცებს, რომ მშვიდობა ბევრად სჯობს, ვიდრე ომი. ძალიან გამიხარდა, როცა შარშან, გერმანიაში წიგნის პრეზენტაციაზე ერთმა თქვა – „პრეზიდენტის კატა“ არის ხიდი, ლიტერატურული ხიდი, რომელსაც კითხულობენ აფხაზები და ქართველები“, – გურამ ოდიშარია.
„პრეზიდენტის კატა“ ბიზნესმენ ტარიელ გვალიას მხარდაჭერით, „ინტელექტმა“ გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები