ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება

31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით  “საქართველოს ქორეოგრაფთა ასოციაცია”  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს ატარებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალი კულტურის სფეროში ტრადიციულ მოვლენად იქცა, როგორც შემოქმედებით, ასევე შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, ემსახურება ქორეოგრაფიული დარგის განვითარებას, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების პოპულარიზაციასა და მისი საგანძურის შენარჩუნებას.
ფესტივალის მონაწილეებს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენის, გამოცდილების მიღებისა და გაზიარების საშუალება მიეცემათ. მოხდება პროფესიული ცოდნის გაცვლა ქართველ და უცხოელ ქორეოგრაფებს, პედაგოგებს, მონაწილეებს შორის.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები