პრემიერი მესაზღვრეებს: თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
“თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები.
საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
21 მარტი მესაზღვრეებს პროფესიული დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები