სახვითი ხელოვნების გამოფენა – ,,გაზაფხული 2017″ გაიხსნება

დღეს, 21 მარტს, 19 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი  სახვითი ხელოვნების გამოფენას – ,,გაზაფხული 2017″ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრში განუცხადეს, გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ 75 ავტორის მიერ შესრულებული მრავალფეროვანი ნამუშევარი. შერჩეული ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობითა და მრავალფეროვნებით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა კატალოგი, რომელიც გვაცნობს ძველი და ახალი თაობის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, რაც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვრებზე.
გამოფენა 29 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები