სალმან რუშდის რომანის – „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ წარდგინება გაიმართება

22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“  სალმან რუშდის რომანის წარდგინება გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარდგინების ორგანიზატორები არიან: ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“,
წიგნს –  „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ – მთარგმნელი და მწერალი, სალომე ბენიძე და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წარადგენენ.
სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. მკითხველები და კრიტიკოსები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელიან ბრიტანელი (წარმოშობით, ინდოელი) ავტორის ახალ, უკომპრომისობითა და თამამი იდეებით სავსე ნაწარმოებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ, მწერალს ფატვა გამოუცხადა.
რუშდის ნაწარმოებებში არეული ირეალური და რეალური სამყარო, აქა-იქ გაბნეული, საინტერესო ავტობიოგრაფიული დეტალები, კულტურულ სამყაროთა ურთიერთდაპირისპირება მეტად საინტერესო სიურეალისტურ სამყაროს ქმნის, რომელიც, მწერლისავე თქმით, სულაც არაა სინამდვილისგან შორს. სწორედ ასეთივე, მაგიური რეალიზმის მორიგი ნიმუშია 2015 წელს დაწერილი რომანი „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ – ამბავი ზღაპრული სამყაროდან დედამიწაზე გამოხმობილ ჯინებზე, რომელთა რისხვა მეხად და ქარტეხილებად დაატყდა ქვეყნიერებას; ესაა მომავლის პერსპექტივიდან დანახული ამბავი კაცობრიობის სასჯელად მოვლენილ უკონტროლო ძალაზე, რომელიც, როგორც ზღაპრებშია, ისევ და ისევ ადამიანის გონებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები