საგაზაფხულო სიმფონიური სეზონი – გიორგი ცაგარელის კონცერტი გაიმართება

20 მარტს, 20:00 საათზე,  თბილისის ოპერის თეატრში  საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის კონცერტი გაიმართება. სოლისტი –  აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, კონცერტს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოადგენს.
შესრულდება  გია ყანჩელის ლიტურგია – „ქარით დატირებული“, ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის.
გიორგი ცაგარელი გია ყანჩელის მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა,  თავად ავტორმა რამდენიმე წლის წინ მას  და ნიკოლოზ რაჭველს 20 მინიატურა მიუძღვნა ალტისა და ფორტეპიანოსათვის.
კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდება: პიოტრ ჩაიკოვსკის სიმფონია N6 „პათეტიკური“.
საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ილია ინაიშვილი უდირიჟორებს. უკრაინის კონსერვატორიაში მოღვაწე ქართველი მაესტრო უკვე მეორედ მონაწილეობს ეროვნული მუსიკალური ცენტრის პროექტში.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები