ფოტოგამოფენა – „ინდოეთი უნდა ნახო“ გაიხსნება

21 მარტს, 19.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა „ინდოეთი უნდა ნახო“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ფოტომოყვარულის – ანდრო დგებუაძის, სოფია ნემსიწვერიძის და თამარ კიკალიშვილის ნამუშევრები. გამოფენა უკავშირდება ინდოეთში მოგზაურობას, რომელსაც ფილოსოფიური, კულტურული და შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდა. მონაწილეები დამთვალიერებლებს წარუდგენენ მათი თვალით დანახულ ინდოეთს, ფოტოებზე აღბეჭდილი ხალხის ყოფა-ცხოვრებას, კულტურას, ადათ-წესებს, ინდურ სპეციფიკას.
გამოფენა 22 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები