„აღდგომის დღესასწაული“ – საგანმანათლებლო-შემეცნებითი საბავშვო პროგრამა დაიწყო

20 მარტიდან 2 აპრილამდე ხელოვნების სასახლე საგანმანათლებლო–შემეცნებით საბავშვო პროგრამას – „აღდგომის დღესასწაულს“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, პროგრამა განკუთვნილია: სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის, პროგრამის მიზანია, ბავშვები დაინტერესდნენ მუზეუმით, ხელოვნებითა და ეროვნული კულტურით, გაეცნონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებს და მათივე ფანტაზიის გამოყენებით დაამზადონ დეკორატიული სააღდგომო კვერცხები. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-30-ია, პროგრამის ხანგრძლივობა კი – 90 წუთი.
პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
1. ბავშვები დაათვალიერებენ თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეს, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
2. გაეცნობიან მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურებენ საინტერესო სამყაროში, დაათვალიერებენ 7 მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. ასევე იხილავენ 2 დროებით საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ ექსპოზიციას (სადაც პერიოდულად სხვადასხვა საინტერესო გამოფენები ეწყობა).
3. პროგრამა „აღდგომის დღესასწაული“ მონაწილეები მოისმენენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.
5. ბავშვები გაეცნობიან როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.
6. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები შეძლებენ დაამზადონ სააღდგომო დეკორატიული კვერცხები.
მის. „ხელოვნების სასახლე“ ი. კარგარეთელის ქ. №6

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები