ბრიტანულმა საინფორმაციო კომპანიამ ქართული ენა ათ უძველეს ენას შორის დაასახელა

 „10 უძველესი ენა, რომელზეც დღესაც ლაპარაკობენ“ – ბრიტანულმა საინფორმაციო კომპანია Culture Trip-მა გამოაქვეყნა სტატია და ამ ჩამონათვალში ქართული ენაც შეიყვანა.
გარდა ქართულისა, სიაში მოხვდა: ივრითული (ებრაული ენა), ტამილური, ლიტვური, სპარსული, ისლანდიური, მაკედონიური, ბასკური,ფინური და ირლანდიური ენები.
სტატიის ავტორი ლანი სილინჯერი აღნიშნავს, რომ „დიდ კავკასიურ ოჯახში, ქართული ყველაზე ძველია და ერთადერთია, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები