ლინ კოფინის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

22 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ლინ კოფინის ახალი წიგნის – „როდენის შეყვარებული, პოეზია/პროზა“ წარდგენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლინ კოფინი ოცდაათზე მეტი წიგნის (პოეზია, პროზა, დრამატურგია) ავტორია.
მიღებული აქვს მრავალი გრანტი და პრემია, მათ შორის „საბა“ 2016 წელს. მისი კრებული, This Green Life: New and Selected Poems 2017 წელს გამოიცა, ისევე როგორც საბავშვო წიგნი, Henry and Punkin, რომელიც ქართულსა და ფარსიზე ითარგმნება.
თარგმნა ქართველი (შოთა რუსთაველი), რუსი (ანა ახმატოვა), ირანელი (მოჰსენ ემადი) და ჩეხი (იეჟი ორტენი) ავტორების პოეზია. 1984 წელს, იაროსლავ სეიფერტის მისი თარგმანი ნობელის კომიტეტმა გამოიყენა სეიფერტისთვის პრემიის მისანიჭებლად. მისი ერთ-ერთი მოთხრობა „საუკეთესო ამერიკული მოთხრობების“ ანთოლოგიაში მოხვდა (შემდგენელი: ჯოის ქეროლ ოუთსი).
ლინ კოფინის პიესები დაიდგა შვედეთში, მალაიზიაში, ისევე, როგორც ამერიკის ბევრ ქალაქში (off-off Brodway, ნიუ-იორკი, დეტროიტი, ბოსტონი, სიეტლი). მისი შემოქმედება ათამდე ენაზეა თარგმნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები