„ნიკოლოზ ბარათაშვილის რომანტიკული ლირიკა“ – კოკა ბრეგაძის საჯარო ლექცია გაიმართება

25 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში ბახტრიონზე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით წაიკითხავს საჯარო ლექციას – „ნიკოლოზ ბარათაშვილის რომანტიკული ლირიკა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე ბარათაშვილის ლირიკული ტექსტების ჰერმენევტიკული ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი იქნება მისი პოეზიის საკუთრივ რომანტიკული სპეციფიკა (მსოფლმხედველობა, სახისმეტყველება).
მის: ბახტრიონის 11ბ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები