ოთარ ჭილაძე 84 წლისაა – საღამო გაიმართება

20 მარტს, 18:00 საათზე, დიდ ქართველ მწერალს, პოეტს, დრამატურგს – ოთარ ჭილაძეს 84 წელი შეუსრულდება. ამ დღის აღსანიშნავად, ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია “აველუმის ” ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება მწერლის ხსოვნის გადარჩენას ქართულ ლიტერატურაში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხცადეს, საღამოზე მიწვეულნი არიან ფილოლოგები, ფილოსოფოსები, პოეტები…
საღამოს მხარდამჭერია „აველუმის” პარტნიორი, ნომერ პირველი ტელემარკეტინგული კომპანია  „ჩემი წიგნი”, რომელიც საღამოს სტუმრებს გათამაშებას შესთავაზებს. იღბლიან სტუმარს კომპანია ოთარ ჭილაძის რომანს გადასცემს.
საღამო გაიმართება ვაკის პარკის მედიათეკაში, ჭავჭავაძის 76.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები