„იკითხეთ შვილებთან ერთად“ – გოგა ჩანადირის ინიციატივა

18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი პატარა მკითხველებს ზღაპრებს წაუკითხავს. ასაკი შეუზღუდავია.
„მათთვის, ვისაც სურს, რომ ბავშვები წიგნებს ეზიარონ და შაბათ დღეს თავისუფალი დრო აქვთ, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკასთან ერთად მოვიფიქრე პროექტი – წავუკითხო წიგნები პატარებს. პირველი შეხვედრა გვექნება შაბათს, 4 საათზე. დასწრება თავისუფალია. ასაკი შეუზღუდავია. მოიყვანეთ ბავშვები და გავახაროთ. თან, წიგნები შევაყვაროთ“, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მისამართი: ტოვსტონოგოვის 2, მეტრო “მარჯანიშვილთან” ახლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები