ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე – გაეროში ერთ ღონისძიებაზე გამოვიდნენ

15 მარტს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ადამიანთა უფლებების დამცველის – სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი – ანჯელინა ჯოლი სიტყვით წარდგა. მსახიობი გაეროს კეთილი ნების ელჩია,  აქტიურად მუშაობს ადამიანთა უფლებების დაცვის თემებზე და ლტოლვილთა მტკივნეული საკითხებზე მთელს მსოფლიოში.
აღსანიშნავია, რომ გაეროში, სერხიო ვიეირა დე მელოს სახელობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძეც იყო მიწვეული. მუსიკოსმა ბახის, შოპენის, სონის და პროკოფიევის ნაწარმოებები შეასრულა.
„მსოფლიო ვარსკვლავთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად გაერთიანებული ერების დარბაზში, სერხიო ვიეირა დე მელოს ფონდის საღამოზე, ჟენევაში!“ – ამ წარწერით ავრცელებს ფოტოს ელისო ბოლქვაძის ფეისბუქის გვერდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები