„ჯიბის კაცი“ მონრეალის კინოფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

ნიუ-იორკში საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი “ჯიბის კაცი” კანადაში, მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, „ჯიბის კაცი“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ასევე, ფილმს ახალგაზრდულმა ჟიურიმ სპეციალური პრიზიც მიანიჭა.
“ჯიბის კაცი” პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი პატარა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი იგი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები