ხაშურში სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი ხალების და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ავარიული ხიდის გამოყენება უსაფრთხო არ იყო, ამიტომ მოსახლეობას ხცისის შემოვლითი გზით სარგებლობა უწევდა, რაც დამატებით ხარჯებთან და დროსთან იყო დაკავშირებული.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 23 769 ლარი გამოყო. განახლდა მავთულბადე, შეიცვალა ხის მასალა და აღდგა დაწყვეტილი ბაგირები.
საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში მთლიანად დასრულდება, თუმცა ხიდზე გადაადგილება ამ დროისთვის უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები