შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტის აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

2017 წლის12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ახალციხე-ბათუმის 220კვტ.-იან ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შუახევის მუნიციპალიტეტის 1 500 აბონენტს, ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს – დანდალოსა და ხარაულას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
“12 და13 მარტს,10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: დოლოგანი, ზუნდაგი, უჩხითი, მელისი, სულ 750 აბონენტს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები