კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია – დაზარალებულებს სასტუმროებში დააბინავებენ

კლდიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები სასტუმროებში გადანაწილდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
“ხვალ დილიდან შენობას დავათვალიერებთ და მის მდგრადობას შევამოწმებთ. ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას სარემონტო თუ აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით. მოსახლეობას მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში, რათა ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ – დავეხმრებით მათ სარემონტო სამუშაოებში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს მისი ლიკვიდირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, ზვიად წაქაშვილის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სამი მაშველი დაშავდა.
“ხანძარს ოცი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი აქრობდა. მოსახლეობიდან დაზიანებული არავინ გვყავს, რადგან მაშველებმა ხალხის დროული ევაკუაცია მოახდინეს. ხანძარმა 2000-2500 კვადრატულ მეტრამდე მოიცვა. სხვენი და სახურავი მთლიანად დამწვარია, ასევე, დამწვარია მესამე სართულის დიდი ნაწილი. ხანძრის დროს სამი მეხანძრე მაშველი დაშავდა, თუმცა, მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ. ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს”, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები