ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივ აირზე ფასის მატებას არ გამორიცხავს

“საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში – დოლარში და საქართველოში მოსახლეობაზე ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზის ტარიფების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
​როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შესაბამისად, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფი გაიზარდოს.
„დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, რაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ, იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ იქნება, შესაძლებელია, ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
გაზის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს უკვე მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები