იანუკოვიჩი შტეფან ფულეს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულეს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრის დეტალები ჯეჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ უკრაინას მომავალ კვირას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონიც ეწვევა.