მედეა მაღალაშვილის წიგნის: „პორტრეტები – XIX საუკუნე“ წარდგენა გაიმართება

13 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  მედეა მაღალაშვილის წიგნის – „პორტრეტები – XIX საუკუნე“ წარდგენა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზაოტრებმა განუცხადეს, წიგნის წინასიტყვაობის ავტორია გიორგი კეკელიძე.
მედეა მაღალაშვილი: „ჩემი დიდი ვნება, საკუთარი საქმიანობით გამტკიცებული – არქივებში ხეტიალის გამო – ახალი ფურცლების აღმოჩენაა. აი, ადრე დაწერილი და მივიწყებული წიგნების. სულ სხვა განცდაა და ცოდნაა ამგვარ ტექსტებში, სულ სხვა ვნება – დაძველებულ ღვინოსავით არის. მით უფრო საინტერესო და მიმზიდველია ტექსტი, თუ ის ნაკლებად ცნობილ ან სულაც უცხო ამბებს ეხება“.
გიორგი კეკელიძე: „წინ სწორედ ამგვარი ესეების კითხვის სიამოვნება გელით. მედეა მაღალაშვილის (1929-1989) მხატვრული ესკიზები ერთი მნიშვნელოვანი გასაღები იქნება ჩვენი ლიტერატურის და არა მარტო ლიტერატურის ისტორიისთვის. ეს ისტორია იმაზე უფრო მდიდარი და საინტერესოა, ვიდრე ხანდახან გვგონია ხოლმე. ის ე. წ. მეორადი სახელები, ხშირად უსაფუძვლოდ რომ გადაგვისროლია მივიწყების მორევში, აუცილებლად ხელახლა აღმოსაჩენია.
კარგი სტილით და გემოვნებით, ცოდნით და სწორი სელექციით მედეა მაღალაშვილი ბევრ კარზე მიგაკაკუნებინებთ: ორბელიანები, მირზაჯანა, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი ნაცნობ-მეგობართა წრე, „მერანის“ გენეზისი, ძალუა ქეთევანი, და სხვა ბრწყინვალე ესეები უცნობ და საინტერესო სასახლეებში მოგზაურობას გპირდებათ“.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა მაია ირემაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები