​პიანისტმა ანა ყიფიანმა საფრანგეთში 7 პრიზი მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ანა ყიფიანმა საფრანგეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე – Piano Campus 2017  7 პრიზი მოიპოვა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, მე-16 საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 16-დან 25 წლამდე პიანისტები მონაწილეობენ, ფინალში სამი ქვეყნის – საქართველოს, რუმინეთისა და ჩინეთის კონკურსანტები გადავიდნენ.
ანა ყიფიანი მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში სწავლობს და არაერთი კონკურსისა თუ ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია. ის განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები