პრემიერა ოზურგეთის თეატრში

ოზურგეთის თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერაზე ეპატიჟება. „ნერგი“ ასე ჰქვია ზურა სიხარულიძის საავტორო სპექტაკლს, პიესის ავტორი და სცენოგრაფი თავად რეჟისორი გახლავთ. რეჟისორთან ერთად ახალ დადგმაზე იმუშავეს: კომპოზიტორმა – კახა ცაბაძემ (არანჟირება – გურამ ჯაიანი), კოსტიუმების მხატვარმა გია გვიჩიამ, ქორეოგრაფმა – მარიკა ქვეითაიამ.
„ნაწარმოები გადმოსცემს ჩვენს დღევანდელ ფიქრებსა და მისწრაფებებს, დღევანდელობას თავისი კარგითა და ცუდით, ადამიანთა ურთიერთობას ქვეყანასთან, სამყაროსთან. მეტაფორული ამბავი კომიკურ-გროტესკულ სტილშია გადაწყვეტილი“, – აცხადებს ავტორი ზურაბ სიხარულიძე და მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, ვინაიდან მაყურებელს მრავალი სიურპრიზი ელოდება.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ალექსანდრე ლომიძე, გიორგი დოლიძე, ზაზა ჯინჭარაძე, გენადი ნიკოლაიშვილი, ზვიად ჯორბენაძე, თეა კეჭაყმაძე, ლევან საღინაძე, თემურ კვირკველია, თამარ მდინარაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თეატრის პრესცენტრს ან ოზურგეთის თეატრის ფეისბუქის გვერდს: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი – Ozurgeti State Drama Theatre.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები