ირაკლი მამალაძე: რა უნდა მექნა? დავლოდებოდი გერმანიიდან ცხედრის ჩამოსვენებას?

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე სოციალურ ქსელში პროკურატურის შუალედური ანგარიშის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
,,და მე, ერთ რიგით მოქალაქეს, რა უნდა მექნა? არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან და დავლოდებოდი გერმანიიდან ცხედრის ჩამოსვენებას? შეთქმულების თეორიების მოყვარულებს და კლავიატურის ლომებს ვერ გამოვეხმაურები. უბრალოდ, ეს მინდოდა მეთქვა”, – წერს ირაკლი მამალაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. საგამოძიებო უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერების განხორციელება საქმის მთავარ მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით თავად მთავარი პროკურატურის მიერ დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები