თამარ ჩიბურდანიძე: ცოტნე ივანიშვილის გზავნილები დღევანდელ რეალობაში ყველაზე ადეკვატურია და მიზნად ისახავს გახლეჩილი ახალგაზრდობის ერთობას
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება ცოტნე ივანიშვილის გზავნილებს და წერს, რომ ისინი მიმართულია გახლეჩილი ახალგაზრდების გაერთიანებისკენ. ანალიტიკოსის შეფასებით, ნებისმიერი მშობლისათვის მძიმეა ფაქტი, რომ მისი შვილი, შესაძლოა, ძალადობისა და ბულინგის მსხვერპლი გახდეს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. ჩიბურდანიძე წერს, რომ საჭიროა, საზოგადოებაში გამოჩნდეს ის, ვინც ერთობას შეიტანს ახალგაზრდა თაობაში:
„ვიღაცამ უნდა აიღოს ეს მძიმე ტვირთი საკუთარ თავზე და შეძლოს ერთობის შეტანა იმ თაობაში, რომელთაც ჯერ სწავლის და პროფესიონალიზმის დიდი გზა აქვთ გასავლელი დ ამის საშუალებას არ აძლევენ” – წერს ჩიბურდანიძე.
ის აღნიშნავს, რომ ორად გაყოფილ თაობაში, ცოტნე ივანიშვილი ნათელი წერტილია და სწორედ ამიტომ არ დარჩენილა მისი გამოსვლა ყურადღების გარეშე.
„პოლიტიკური პოლარიზაცია ყველაზე ნეგატიურად ახალგაზრდობაზე აისახება. ეს ის ფენაა, რომლის გარეშეც პოლიტიკური ცვლილებები არ ხდება და სწორედ ამიტომ აქცია ისინი ოპოზიციამ საკუთარ მსხვერპლად. ეს ის თაობაა, რომლის გაწირვასაც ხალხი არავის აპატიებს. ცოტნე ივანიშვილის უკვე მერამდენე გამოსვლა ქართველ ახალგაზრდებთან და მისი ყველასგან განსხვავებული მიმართვები, საზოგადოებას ყურადღების გარეშე არ დარჩენია, მათაც კი, ვინც არ არის ოცნების ამომრჩეველი. შეფასებები იმდენად პოზიტიურია იმ ნეიტრალური სეგმენტიდანაც, რომ თავისუფლად შეგვიძლია ანალიზის გაკეთება, თუ რისი მოსმენა სურს დღეს ხალხს. ბუნებრივია, არ ვსაუბრობთ ოპოზიციის ბინძურ პროპაგანდაზე. ცოტნე ივანიშვილის გზავნილები დღევანდელ რეალობაში ყველაზე ადეკვატურია და მიზნად ისახავს გახლეჩილი ახალგაზრდობის ერთობას. ყველა მშობელი განიცდის იმას, რომ შესაძლებელია პოლიტიკური მოსაზრების გამო მისი შვილი დააბულინგონ, სტიგმად აქციონ და უფრო მეტიც, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლიც გახადონ. ღია დისკუსია, რაზეც ცოტნე მიუთითებს, სწორედ ამ სტიგმების გარეშე უნდა გაგრძელდეს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. ვისაც შეხება აქვს ახალგაზრდებთან, ალბათ ყველასათვის მტკივნეულია ის რეალობა, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ დღეს. ვიღაცამ უნდა აიღოს ეს მძიმე ტვირთი საკუთარ თავზე და შეძლოს ერთობის შეტანა იმ თაობაში, რომელთაც ჯერ სწავლის და პროფესიონალიზმის დიდი გზა აქვთ გასავლელი დ ამის საშუალებას არ აძლევენ. ამაზე თავად ახალგაზრდები მიუთითებენ. სწორედ ამიტომ, ცოტნე ივანიშვილი ნათელი წერტილია ამ ფარდაჩამოფარებულ ორ სცენას შორის, სადაც ორად გაყოფილი ერთი თაობა დგას” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.