კასპის კულტურის ცენტრში ქალთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

კასპის კულტურის ცენტრში ქალთა დაცვის საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითშემოქმედი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა კასპელი ახალგაზრდა პოეტი ზვიად ნავროზაშვილი, რომელმაც ქალბატონებს საკუთარი ლექსები წაუკითხა. მამაკაცებმა დარბაზში მყოფ ქალბატონებს დღესასწაული იების კონით მიულოცეს.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა ქალბატონებს ქალთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, მრავალშვილიან დედებსა და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს კი ფულადი საჩუქრები და ყვავილები გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური და კულტურის დაწესებულებების გაერთიანება იყო.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი “მედა ალფას” კლინიკის თანამშრომლებსა და მელოგინე დედებსაც მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები