აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დენის სალუქვაძეს, მოუსმინეს. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე მინისტრმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების პროექტი წარადგინა.

“დენის სალუქვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდების შეცვლას ითვალისწინებს.

ინიციატივის თანახმად, უწყებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო” დაერქმევა.

ცვლილების შედეგად სამინისტროს სახელწოდება სრულ შესაბამისობაში მოვა უწყების მმართველობის სფეროებთან, ამოცანებსა და კომპეტენციებთან.

ორივე კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები