მარტვილის კულტურის სახლში 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კულტურის სახლის ორგანიზებით შედგა და მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ. მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენილი ნომრებით დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე და გაზაფხულის დადგომა მიულოცეს.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. გაზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები