ქუთაისში, სასწავლო დაწესებულებიდან 6 წლის ბავშვი გადმოხტა

ქუთაისში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის N 1 სასწავლებლიდან 6 წლის ბავშვი გადმოხტა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი და სწორედ საპირფარეშოს ფანჯრიდან გადმოხტა. სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია მოზარდის გადმოხტომის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შემთხვევამდე საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი, კატეგორიულად უარყოფს.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები