“ლიბერთი ბანკის დაფინანსებით,” მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა

პირველად საქართველოში, ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის” ორგანიზებითა და “ლიბერთი ბანკის” სრული დაფინანსებით, მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება.
ცენტრში პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მუსთერაპევტები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, არტთერაპევტები, აბა და ოკუპაციური თერაპევტები ყოველდღიურ დახმარებას გაუწევენ ბავშვებს სხვადასხვა ბარიერების გადალახვაში და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.
„ლიბერთი ბანკი“ მოხარულია, რომ ხელი შეუწყო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას. ბანკის ფინანსური დახმარებით, შესაძლებელი გახდა, მუსთერაპიის ცენტრის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ადაპტირებას საზოგადოებაში.
“ლიბერთი ბანკი”, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მიმდინარე წელსაც გააგრძელებს განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მაქსიმალურ ხელშეწყობას“, – განაცხადა “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

17006111_10154464436149779_1029082766_n
17012557_10154464436164779_2024410558_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები