კიევში „ბერკუტის“ დასახმარებლად რუსული თვითმფრინავები დასხდნენ

   კიევში რუსული თვითმფრინავები „АН-12“ დასხდნენ, რომლებიც მაიდნის დარბევაში „ბერკუტს“ სპეცსაშუალებებით დაეხმარებიან. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფრაქცია „თავისუფლების“ ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი წერს. „თვითმფრინავთან მხოლოდ უშიშროების თანამშრომლები მიუშვეს. მათი ხელმძღვანელობით, ტვირთი გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. გუშინ თვითმფრინავი რუსეთში გაფრინდა“, – წერს პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები