“Aerosmith”-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99 პროცენტი 3 საათში გაიყიდა

“Aerosmith”-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99 პროცენტი 3 საათში გაიყიდა. ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის ბილეთების 99% უკვე გაყიდული იყო.
Google analytics-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს გარდა, აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
ასევე, დიდი დაინტერესებაა შავი ზღვის სანაპიროს სასტუმროებში განთავსებაზე, რაც ხელს შეუწყობს 2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.
Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, Black Sea Arena როკის შემსრულებელ, ყველა დროის საუკეთესო ჯგუფს “Aerosmith”-ს უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები