ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ერთიანობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
“ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ეს გმირები დაიღუპნენ ოკუპაციასთან, გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროა, რომ ოკუპაცია არის ის საკითხი, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურ პრობლემად რჩება ჩვენთვის და ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძე მემორიალთან პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ირაკლი სესიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები