ხეზე კვეთის ოსტატის – გიორგი ზულიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

27 თებერვალს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ხეზე კვეთის ოსტატის, გიორგი ზულიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თვითნასწავლი ხელოვანის ხეში ნაკვეთი ქართული ფოლკლორი და ქალაქურ მოტივებზე შექმნილი 60-მდე ნამუშევარი. რომლებიც გამოირჩევა ავტორის საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით.
გიორგი ზულიაშვილი პროფესიით ბიბლიოგრაფი, სამხატვრო აკადემიის წევრი, 2014 წლის წლის იმედის გმირი და ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2005 -2006 და 2015-2016” -ის ლაურეატია.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნების” ხელმძღვანელი და მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე; საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება;
გახსნის ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ:
სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის ანსამბლი “შავლეგო”, ხელმძღვანელი ჯემალ ადამაშვილი;
ფოლკლორული ანსამბლი “ინანა”, ხელმძღვანელი მარინა კოლხიდაშვილი; “დები ზვიადაურები”; კაკაბეთის ფოლკლორული ანსამბლი “ბერიკაცები”.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი, პოეტი ლია ნაროუშვილი.
გამოფენა 27 თებერვალს, 18:00 საათზე, გაიხსნება და 3 მარტამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები