სიიარტო: უკრაინამ უნგრეთის არჩევნებში 24-საათიანი ჩარევა დაიწყო
უკრაინამ უნგრეთის არჩევნებში 24-საათიანი ჩარევა დაიწყო, რათა ქვეყანაში პროუკრაინული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა 24-საათიანი ონლაინ რადიოსადგურის გაშვების შესახებ, რომელიც უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით ბუდაპეშტის განცხადებების კომენტირებას დაეთმობა.
„არჩევნებამდე ათი დღე დარჩა და უკრაინის ჩარევამ ახალ დონეს მიაღწია, რადგან უკრაინაში „უნგრეთის რადიო“ 24/7 რეჟიმში ამოქმედდა, რათა უკრაინული პროპაგანდა 24/7-ზე გაავრცელოს და უნგრეთში პრო-უკრაინელი მთავრობისა და პრო-უკრაინელი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებაში მოსვლას დაეხმაროს“, – განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, უკრაინა დაინტერესებულია უნგრეთში ხელისუფლების შეცვლით, რადგან პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ის „ვერასდროს შევა ევროკავშირში, მით უმეტეს ნატოში, ვერ შეძლებს უნგრელების ფულის აღებას და უნგრეთს მათ ომში ვერ ჩაითრევს“.