ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ის ადმინისტრაციას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, რომელიც თავის წინამორბედებზე გაცილებით ნაკლებად რადიკალური და გაცილებით ჭკვიანია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა ახლახან სთხოვა. [ამ მოთხოვნას] განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, თავისუფალი და სუფთა იქნება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია 28 თებერვალს დაიწყეს.