„საქართველოს დამფუძნებელი კრების მოღვაწეობა“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლექტორიუმი გაიმართება
2 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების მიერ ორგანიზებული მეორე ლექტორიუმი – „საქართველოს დამფუძნებელი კრების მოღვაწეობა“ გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საჯარო მოხსენებას წაიკითხავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დიმიტრი შველიძე.
ლექტორიუმი დაიწყება 16:00 საათზე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში (ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსი).