აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ირანის ქალაქ კარაჯში ხიდზე განხორციელებული დარტყმაა ასახული.
ვიდეოსთან ერთად ტრამპმა ირანის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოლაპარაკებებისკენ. მისი თქმით, თეირანმა უნდა „დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის“.
„ირანში ყველაზე დიდი ხიდი ინგრევა და მას ვეღარასოდეს გამოიყენებენ – კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ! დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება და არაფერი დარჩება იმისგან, რაც შეიძლება დიდი ქვეყანა გახდეს!”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.