2 აპრილი ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა

2 აპრილი ტიციან ტაბიძის დაბადების დღე ყვარელში აღნიშნეს.
ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ცისფერყანწელთა სიმბოლისტური ორდენის ერთ-ერთი დამაარსებლის და თეორეტიკოსის , პოეტის და მთარგმნელის – ტიციან ტაბიძის დაბადების დღეს, ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომლები მის ბიუსტთან ყვარელში შეიკრიბნენ.
ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა – ლევან კოკორაშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა – იზოლდა იოსებიანმა გაიხსენეს ტიციანის შემოქმედება და განვლილი ურთულესი ცხოვრების გზა .
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ბიუსტი. პოეტისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს: იზოლდა იოსებიანმა და მანანა შატავიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები