„ორი მუზის მსახურნი“ – შემოქმედებითი საღამო გაიმართება

28 თებერვალს, 18:30 საათზე, შემოქმედებითი გაერთიანება „იმპერატივის“ ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საღამო: „ორი მუზის მსახური“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ქართული თეატრის ცნობილი და ახალგაზრდა წარმომადგენელები, მსახიობები, რომლებიც პროფესიული საქმიანობის პარალელურად ქმნიან პოეტურ ნიმუშებს. ეს იქნება პირველი შემოქმედებითი საღამო, სადაც წარმოდგენილი იქნება 15 თანამედროვე მსახიობისა და მე-20 საუკუნის ქართული თეატრის კორიფეების 4 წარმომადგენლის პოეტური და ლირიკული ნიმუშები. მსახიობები თავად წარადგენენ და წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს.
მონაწილეობენ:  მაესტრო ამირან შალიკაშვილი,  ქეთევან კიკნაძე, თამარ ჯოხაძე, დარეჯან ჯოჯუა, ასმათ ქურციკიძე, ნინო ლეჟავა, ქეთი ქიტიაშვილი, ნიკუშა ფაიქრიძე, თორნიკე ჩიხლაძე, თამარ ადამია, მარინა ხარჩილავა, გიორგი ზანგური, ლაშა ჩხვიმიანი ,ოლეგ მჭედლიშვილი.
„დღეს, როცა ყალიბდება ახალი ლიტერატურული პროცესები და ჩნდება ალტერნატიული საშუალებები, რათა ამ პროცესების და ნიმუშების გაცნობა გასცდეს ვიწრო ლიტერატორთა სივრცეებს და ფართო აუდიტორიასთან გამართოს დისკურსი, პრიორიტეტულად მიგვაჩნია, რომ წარმოვაჩინოთ ის პიროვნებები, რომლებიც პირველადი პროფესიით არ არიან სამწერლო სფეროს წარმომადგენელნი, თუმც მათი ლიტერატურული ნამუშევრები საინტერესოა როგორც უშუალოდ სახელოვნებო/სამწერლო თვალსაზრისით, ასევე სოციო-კულტურული და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები