„მიტოვებული სამარხების გასხვისება დიდი ცოდვაა გამყიდველთათვისაც – ვინც ამ ფულს მოიხმარს და მყიდველისთვისაც“

„მიტოვებული სამარხების გასხვისება დიდი ცოდვაა გამყიდველთათვისაც – ვინც ამ ფულს მოიხმარს და მყიდველისთვისაც“, – ამის შესახებ ბიოენერგოკორექტორი ელა მჟავია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ელა მჟავიას ინფორმაციით, ერთხელ დაბადებული გენეტიკური კოდი აღარასოდეს კვდება, ანუ ადამიანი მარადიულია და მისთვის ფიზიკური სხეული ტანსაცმელივითაა. მისივე თქმით, ადამიანი გარდაცვალების მერეც ვერ წყვეტს ენერგეტიკულ კავშირს თავის სხეულთან ანუ გვამთან, ტანსაცმელთან და პირად ნივთებთან, რასაც სიცოცხლეში მოიხმარდა, როგორიცაა სავარცხელი ან პირადი ნივთები. მჟავია აცხადებს, რომ არ შეიძლება მიცვალებულს სახლი წაართვა. ელა მჟავია გამოცემასთან ერთ შემთხვევას იხსენებს, სადაც შვილმა 12 წლის წინ გარდაცვლილ მამას საფლავი შეუცვალა და აკლდამაში გადაასვენა. „ არ შეიძლება მიცვალებულს სახლი წაართვა, მერე რა, თუ შთამომავლები ვერ აკითხავენ. 16839724_1394127640609725_928951344_n
გარდაცვლილმა მშვიდად უნდა განისვენოს თავის საფლავში. გამდიდრდა და საგვარეულო აკლდამა გაიკეთა, დიდებულად მოაწყო და მუშებს მამის სამარხი გაახსნევინა. მოხუცის ძვლები და პირადი ნივთები, რომლებიც თავის დროზე ჩაატანეს, ძვირფას კუბოში მოათავსეს და ახალ სასაფლაოზე წაასვენეს. შვილმა მამა დიდი ზარ-ზეიმით დაკრძალა – ნათესავები შეკრიბა და რესტორანში ისეთი სუფრა გაშალა, ჩიტის რძე არ აკლდა. შვილს იმავე ღამეს დაესიზმრა შეწუხებული მიცვალებული – ხელი მომაგლიჯეს, ჩემი სავარცხელიც აღარსად ჩანს და იპოვეო. თავდაპირველად, სიზმარს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ მოხუცი მოსვენებას არ აძლევდა, ძილში ყოველ ღამე საყვედურობდა, მოგლეჯილ ხელს და თავის სავარცხელს ითხოვდა, რომელსაც თურმე, 23 წლის განმავლობაში ხმარობდა.
ამის შემდეგ, შვილი იძულებული გახდა, მამის ძველ საფლავზე მუშები აეყვანა. მიწა გაათხრევინა, გააცრევინა და თქვენ წარმოიდგინეთ, მარჯვენა ზედა კიდურის ძვლები და წვრილკბილებიანი რკინის გრძელი სავარცხელი იპოვეს. ახალი საფლავი ხელმეორედ გაათხრევინა მუშებს, რომლებმაც ძვლები და სავარცხელი კუბოში მოათავსეს. მესაფლავეებს დაუდევრობა ძვირად დაუჯდათ. იმავე ღამეს დაესიზმრა მამა, რომელსაც თმა ლამაზად ჰქონდა გადავარცხნილი. მოხუცმა შვილს მადლობა გადაუხადა და უთხრა – მართალია, ახლა ორივე მაქვს, მაგრამ ვერ ჩაგიხუტებ, არ შეიძლებაო და დასძინა : – ის ადგილი, სადაც ვიყავი, უფრო მომწონდაო“. მკვდრის შეწუხებას სამღვდელოებაც ცოდვად მიიჩნევს.
მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში თუ აძლევს ჭირისუფალს გარდაცვლილის გადასვენების უფლებას“, – აცხადებს ელა მჟავია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები