თვითმკვლელობა სიყვარულის გამო – სოფიო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს

მორიგი თვითმკვლელობა სიყვარულის გამო. ფოთში 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა. გადაწყვეტილების მიზეზი მან სოციალურ ქსელში, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, საჯაროდ განმარტა:
„მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში…
“ სოფიო ქოიავამ სტატუსთან ერთად, ყოფილ შეყვარებულთან, პიმენ  ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.16730206_1225776640871495_232652407794011968_n
ქოიავა ფოთში ცხოვრობდა და კომპანია „GSG – Georgian Service Group“ – ში მუშაობდა. ამავე კომპანიაში მუშაობდა სოფოს მეგობარი მამაკაცი – პიმენ ნაცვლიშვილიც. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ.
„კვირას“ ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, პიმენ ნაცვლიშვილმა სოფიო ქოიავა მიატოვა და ოჯახის შექმნა სხვა გოგოსთან ერთად გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ნაცვლიშვილს ქორწილი დღეს უნდა ჰქონოდა.
„ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს… კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა… უფრო სწორად, არ გაწყობდა… აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც “სულ ყველაზე ლამაზი უწოდე” … თუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე… არასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ… მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში… დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე… ეს დასასრულია…“ – დაწერა სოფო ქოიავამ თვითმკვლელობამდე. 16809702_1392294027459753_1087743141_n
კომპანია GMG-ში, სადაც სოფიო ქოიავამ და პიმენ ნაცვლიშვილმა ერთმანეთი გაიცნეს, მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. „კვირას“ ინფორმაციით, პიმენ  ნაცვლიშვილი ცნობილი ფოთელი კოლორიტის – ფოთის განათლების განყოფილების ყოფილი გამგის და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, პიმენ ნაცვლიშვილის შვილიშვილია. მისი მამა კი ცნობილი ექიმ-ტრამვატოლოგი ბადრი ნაცვლიშვილია.
სოფიო ქოიავა ფოთში, ჯუღაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ, ბათუმში 19 წლის აზა მელიქაძემაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა საცხოვრებელის სახლის მე-5 სართულიდან გადმოხტა. სავარაუდო მოტივი ამ შემთხვევაშიც, „სიყვარულია“. “მე ბევრი ადამიანი მიყვარს ჩემ გარშემო… მაგრამ მხოლოდ ერთი მიყვარს ჩემში …” – დაწერა აზა მელიქაძემ თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში.

https://www.youtube.com/watch?v=sV-kyaWYxSo&feature=youtu.be

16730182_1225777324204760_3595702647299300102_n16729341_1225777197538106_8582374127169509068_n

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები