ნიკოლოზ გამცემლიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

15 თებერვალს, 19:00 საათზე,  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის, ნიკოლოზ გამცემლიძის პერსონალური გამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოიფინება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული 100-მდე ფერწერული ტილო და კერამიკის ნიმუში.
ნიკოლოზ გამცემლიძე პროფესიით ვეტექიმია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. გაჯერებულია ზომიერად შეზავებული მსუყე და კოლორიტული ფერებით.
მხატვარი ხშირად მონაწილეობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ღონისძიებებსა და გამოფენებში.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე და დაიხურება 19 თებერვალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები