„მარია მალიბრანის“ ვოკალური კონკურსის ლაურეატი ქართველი საოპერო მომღერალი გახდა

იტალიის „მარია მალიბრანის“ მეექვსე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში ქართველმა საოპერო მომღერალმა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტმა, ბარიტონმა ბაჩო ნაკაშიძემ მე-3 პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
„იტალიის ქალაქ მილანში გაიმართა “მარია მალიბრანის” მე-6 საერთაშორისო ვოკალური კონკურსი, უამრავი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სადაც გავხდი ლაურეატი!
მომანიჭეს მე-3 პრემია, რაც ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა!  მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში!“ – აღნიშნავს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბაჩო ნაკაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები