ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

9 თებერვალს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა, ეს მისი მესამე პერსონალური გამოფენაა და სხვადასხვა დროს შესრულებული 40-45 სურათი იქნება წარმოდგენილი.
ირაკლი ჩიქოვანმა ტყიბულის სამხატვრო სკოლა და თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი დაასრულა; შემდეგ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. უამრავი ჯგუფური გამოფენის, ფესტივალებისა და სიმპოზიუმების მონაწილეა. მისი ნამუშევრების ნაწილი კერძო საკუთრებაში ინახება: საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
გამოფენა  15 თებერვლამდე გაგრძელდება. მისამართი: კაგარეთელის #6.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები