Petite Cérémonie – პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თანამედროვე ფრანგი ქორეოგრაფის მედჰი ვალერსკის ბალეტის Petite Cérémonie პრემიერა გაიმაათა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ბალეტი თბილისში თავად ქორეოგრაფმა დადგა. თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამოზე ირჟი კილიანის ბალეტებიც იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საბალეტო დასს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს წარმატებული პრემიერა მიულოცა.