ჯაბა ხუბუა: პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ გამოარჩია ე.წ. ციანიდის ამბის კვალდაკვალ, როცა მისთვისაც და ეკლესიისთვისაც უმძიმესი პერიოდი იდგა, შესაბამისად, ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს
“როგორც ტატოს მერანის ჭენებას, ისე არა აქვს სამძღვარი კოლექტიური, ანტიქართული და ანტიეკლესიური ნაცსექტის ფარისევლობას… ვითომ გარდაცვლილ პატრიარქს პატივს სცემენ (მაგ სიმართლით იარეთ თქვენ, კრებსითო გვარამია-ვაშაძეებო), მის მიერ ტახტის მოსაყდრედ გამორჩეული მეუფე შიოს წინააღმდეგ კი პოლიტიკურად ორგანიზებულ, ბინძურ კამპანიას აწარმოებენ (უკაცრაული პასუხია, კვერთხი არავის გადაუღუნონ, მაგრამ მაინც)”, – ამის შესახებ X-ზე ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს.
ხუბუა ყურადღებას ამახვილებს მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელების დროზე და აცხადებს, რომ პატრიარქმა იგი ე.წ. ციანიდის ამბის კვალდაკვალ გამოარჩია და ნდობა ქართული ეკლესიისთვის უმძიმესი პერიოდის დროს გამოუცხადა. მისივე თქმით, ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს.
“რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ გამოარჩია ე.წ. ციანდის ამბის კვალდაკვალ, როცა პირადად მისთვისაც და ქართული ეკლესიისთვისაც უმძიმესი პერიოდი იდგა. ანუ ყველაზე რთულ ვითარებაში გამოუცხადა ნდობა.
შესაბამისად, დღეს ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს, რასაც ეს ნაცლიბერალური სექტა ისედაც ყოველთვის აკეთებდა, თუმცა ახლა ამას უკვე პოლიტიკური და მორალური მოროდიორობის სახე აქვს,” – წერს ჯაბა ხუბუა.