ირანის წარმომადგენელი გაერო-ში: აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შედეგად, ხუთ წლამდე ასაკის 13 ბავშვი დაიღუპა

აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 13 ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, 200-ზე მეტი არასრულწლოვანია დაღუპული.

ამის შესახებ ჟენევაში, გაერო-ში, ისლამური რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ალი ბაჰრეინმა განაცხადა.

“ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა“, – ნათქვამია მის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსისადმი გაგზავნილ წერილში.

ამავე დროს, საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია ადასტურებენ, რომ კონფლიქტში ბავშვთა მსხვერპლი ნამდვილად მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები