ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი შეიჭრა

რუსეთის საჰაერო სივრცის მხრიდან ესტონეთის ტერიტორიაზე შეჭრილი დრონი იდა-ვირუს ოლქში, აუვერის ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და ელექტროინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

“ამჟამინდელი ინფორმაციით, დრონი ესტონეთისკენ არ იყო მიმართული. გამოძიება უფრო კონკრეტულ გარემოებებს დაადგენს“, – განაცხადა სახელმწიფო გენერალურმა პროკურორმა ასტრიდ ასიმ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთის ბალტიისპირეთის პორტი უსტ-ლუგა უკრაინული დრონების დაბომბვის ობიექტი იყო.

ამასთან, ლატვიის ხელისუფლების ცნობით, გუშინ ღამით ლატვიის საჰაერო სივრცეშიც შეიჭრა დრონი. შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები